იაპონიის ხელისუფლების მიმართვა მოსახლეობას - საკურა თქვენს გარეშე და მომავალ წელსაც აყვავდება, დარჩით სახლში
იაპონიის ხელისუფლების მიმართვა მოსახლეობას - საკურა თქვენს გარეშე და მომავალ წელსაც აყვავდება, დარჩით სახლში

საკურა თქვენს გარეშე და მომავალ წელსაც აყვავდება, – ასე მიმართა იაპონიის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს და მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ტოკიოს მერმა,  იურიკო კოიკემ მოუწოდა მოქალაქეებს, 12 აპრილამდე თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან. ბოლო დღეებში იაპონიის პარკებში ათასობით ადამიანი მივიდა, წელიწადის ამ დროს იაპონიაში პარკები ყველაზე ხალხმრავალი ადგილია.

გუშინ შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, ერთ დღეში იაპონიაში 102 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იაპონიაში კორონავირუსის დიაგნოზი 1400 ადამიანს დაუდასტურდა. დაღუპულია 47.