ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მესტიაჭალაჰესის“ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს
ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მესტიაჭალაჰესის“ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მესტიაჭალაჰესის“ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

დოკუმენტი ინვესტორი კომპანიის მიერ არის მომზადებული.

შეხვედრაში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები მათ მიერვე მოწვეულ დარგის სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობენ.

შეხვედრას ესწრებიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჰესის მშენებელი კომპანიის „სვანეთი ჰიდროს“ წარმომადგენლებიც.

დოკუმენტს არ ეთანხმება ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით, დოკუმენტში არაერთი შეცდომაა დაშვებული და ის არ ასახავს იმ საფრთხეებს, რაც შესაძლოა, ჰესის აშენებამ განაპირობოს.

ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ადგილობრივების დარწმუნებას შეძლებს.

შეგახსენებთ, მოსახლეობის პროტესტის შედეგად, „მესტიაჭალაჰესის“ სამშენებლო სამუშაოები ორ კვირაზე მეტია, შეჩერებულია.