მესტიაში წყალმომარაგება აღდგა
მესტიაში წყალმომარაგება აღდგა

მესტიაში წყალმომარაგება აღდგა. როგორც საქართველოს პირველ არხს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, დღეს დილიდან მესტიის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება.

სასმელი წყლის პრობლემა დაბა მესტიაში სტიქიის შემდეგ გაჩნდა. მდინარემ და მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა სასმელი წყლის წყალსადენი, რის გამოც 26-27 ივლისს წყლის გარეშე იყო დარჩენილი მესტიის უდიდესი ნაწილი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები.

„მესტიაჭალაჰესი-1“ მიმდებარედ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

უხვი ნალექის გამო მყინვარ ლეხზირთან მდინარე 25 ივლისს დაგუბდა, რის შედეგადაც წყალი გადმოვიდა და „მესტიაჭალაჰესი 1“-ზე შენობა დატბორა. წაღებულია ხიდი და კვების ობიექტი. ანალოგიური მდგომარეობა შეიქმნა სოფელ მულახში. ადიდებულმა მდინარე მულხურამ ხიდი წაიღო.