მესტიაში ძლიერი წვიმების გამო ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო, ასევე დატბორილია „მესტიაჭალაჰესი 1“-ის შენობა [ფოტო]

მესტიაში გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, უხვი ნალექის გამო მყინვარ ლეხზირთან მდინარე დაგუბდა, რის შედეგადაც წყალი გადმოვიდა და „მესტიაჭალაჰესი 1“-ზე შენობა დატბორა. ასევე, წაღებულია ხიდი და კვების ობიექტი.

ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ მულახში. ადიდებულმა მდინარე მულხურამ ხიდი წაიღო.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ადგილზე შესაბამისი ტექნიკა უკვე მუშაობს.