ერაყის სამთავრობო კოალიციურმა არმიამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ბოლო ქალაქი რავა დაიკავა
ერაყის სამთავრობო კოალიციურმა არმიამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ბოლო ქალაქი რავა დაიკავა

ერაყის სამთავრობო კოალიციურმა არმიამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ბოლო ქალაქი რავა დაიკავა. ერაყის მთავრობის ინფორმაციით, დასახლებული პუნქტის გათავისუფლების ოპერაცია 11 ნოემბერს დაიწყო.

პატარა ქალაქი რავა სირიის საზღვართან ახლოს, მდინარე ევფრატთან მდებარეობს. ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქების, ალ-ყაიმისა და რავას გათავისუფლების ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყების შესახებ ოქტომბერში განაცხადა.

ერაყის არმიამ კონტროლი დაამყარა სირიის სასაზღვრო ზონაში მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტებზეც.