ერაყში, სამხედრო ბაზაზე აფეთქებების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა
ერაყში, სამხედრო ბაზაზე აფეთქებების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა

ერაყში, სამხედრო ბაზაზე აფეთქებების სერიის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა.

როგორც „სიენენი“ წერს, შემთხვევა ბაღდადის სამხრეთით, „სახალხო მობილიზაციის დანაყოფების“ ტერიტორიაზე მოხდა.

ერაყის ბაზებზე განხორციელებული დარტყმების გამო ირანი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებას იძლევა, რომ სამხედრო ესკალაციის რისკები სტაბილურობას მთლიან რეგიონში უქმნის საფრთხეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობას ისრაელი არ იღებს.