ერაყმა გააფრთხილა აშშ ბაღდადში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის გამო, რომლის დროსაც „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური დაიღუპა

09:30, 08.02.2024

ერაყმა გააფრთხილა აშშ ბაღდადში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის გამო, რომლის დროსაც „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური დაიღუპა.

ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობამ თავდასხმას „აშშ-ის ახალი აგრესია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის.

ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობის სპიკერმა, თაჰსინ ალ ხაფაჯიმ აღნიშნა, რომ ეს ერაყის სუვერენიტეტის დარღვევაა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ აშშ-ის დარტყმის შედეგად ერაყის დედაქალაქ ბაღდადში „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური მოკლეს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებზე.

მსგავსი