ენდი მარეი ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება
ენდი მარეი ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარეი თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, კორტს მომავალ კვირას დაუბრუნდება. ენდიმ გადაწყვიტა ლონდონში, Queens Club-ის ტურნირში ითამაშოს, რომელიც ორშაბათს დაიწყება.

მარეიმ თავისი ბოლო შეხვედრა ტურში შარშანდელ უიმბლდონზე, მეოთხედფინალში ითამაშა. ამის შემდეგ, ბრიტანელს ხანგრძლივი მკურნალობა ჰქონდა ტრავმირებულ ბარძაყზე.

უკვე ცნობილია, რომ მარეის პირველი მეტოქე ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი იქნება. ეს ჩოგბურთელები ადრე ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ხუთივეჯერ ენდიმ გაიმარჯვა.

31 წლის მარეი რეკორდსმენია Queens Club-ში გამარჯვებების რაოდენობით – ხუთჯერ მოიპოვა მთავარი პრიზი. ტურნირის მოქმედი ჩემპიონია ესპანელი ფელისიანო ლოპესი.