ჯოკოვიჩი რეიტინგში მესამე ადგილზე დაქვეითდა, პირველად ბოლო 19 წელიწადში TOP2-ში არ არის „დიდი ოთხეულის“ არც ერთი წევრი #1TVSPORT
ჯოკოვიჩი რეიტინგში მესამე ადგილზე დაქვეითდა, პირველად ბოლო 19 წელიწადში TOP2-ში არ არის „დიდი ოთხეულის“ არც ერთი წევრი #1TVSPORT

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველად 2003 წლის შემდეგ, კლასიფიკაციის TOP2-ში ვერ ვხედავთ „დიდი ოთხეულის“ (როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მარეი) ვერც ერთ წევრს.

სერბი ჯოკოვიჩი პირველიდან მესამე ადგილამდე დაქვეითდა. მას გაუსწრეს რუსმა დანიილ მედვედევმა და გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა, რომელიც კარიერაში პირველად არის მეორე ნომერი. ასევე პირველად შევიდა TOP5-ში ნორვეგიელი კასპერ რუუდი.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ პირველად, რეიტინგის საუკეთესო 50 ჩოგბურთელთა რიგებში დაბრუნდა ენდი მარეი.

ATP. TOP10

1(2). დანიილ მედვედევი (რუს) – 7 950

2(3). ალექსანდრ ზვერევი (გერ) – 7 075

3(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) – 6 770

4(4). რაფაელ ნადალი (ესპ) – 6 525

5(6). კასპერ რუუდი (ნორ) – 5 050

6(5). სტეფანოს ციციპასი (საბ) – 4 945

7(7). კარლოს ალკარასი (ესპ) – 4 893

8(8). ანდრეი რუბლიოვი (რუს) – 4 125

9(9). ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კან) – 3 895

10(10). მატეო ბერეტინი (იტა) – 3 570

დატოვე კომენტარი