ავსტრალიის ღია 2023 - ენდი მარეიმ ხუთსეტიანი მარათონი მოუგო მატეო ბერეტინის და მეორე წრეში გავიდა #1TVSPORT
ავსტრალიის ღია 2023 - ენდი მარეიმ ხუთსეტიანი მარათონი მოუგო მატეო ბერეტინის და მეორე წრეში გავიდა #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარეი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში გავიდა. 35 წლის ჩოგბურთელმა თითქმის ხუთსაათიან ბრძოლაში იტალიელი მატეო ბერეტინი ხუთ სეტში დაამარცხა – 6:3, 6:3, 4:6, 6:7(7:9), 7:6(10:6). ბოლო ოთხ წელიწადში ეს იყო მარეის პირველი მოგება „დიდი სლემის“ ტურნირებზე რეიტინგის TOP 20-ში შემავალი ჩოგბურთელის წინააღმდეგ.

პირველ ორ სეტში მარეიმ სამი ბრეიკი შეასრულა, ბერეტინის კი, ჯამში, ორი ბრეიკპოინტი ჰქონდა, მაგრამ ეს შანსები ვერ გამოიყენა.

მესამე სეტში იტალიელმა მატჩში ერთადერთი ბრეიკი შეასრულა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. უბრეიკო მეოთხე სეტში ბერეტინიმ ტაი ბრეიკზე მოიგო და საჭირო გახდა მეხუთე სეტის ჩატარება, რომელშიც ერთადერთი ბრეიკპოინტი იტალიელმა ჩოგბურთელმა მეათე გეიმში გამოიმუშავა, რომელიც თან მატჩბოლი იყო. მარეიმ საფრთხე მოიგერია და სეტი ტაი ბრეიკში გადაიყვანა, სადაც 5:0 დაწინაურდა. ბერეტინი თითქმის დაეწია მოწინააღმდეგეს, მაგრამ 8:6-ზე ენდიმ ზედიზედ ორი ქულა აიღო და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ეს იყო მარეის 50-ე მოგება ავსტრალიის ღია პირველობაზე.