ემზარ კვიციანი პარლამენტთან აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა [ვიდეო]

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან აქციაზე გავიდა.

ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც კვიციანმა განაცხადა, პარლამენტთან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს ელოდება.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და სიტუაციის განმუხტვას ცდილობს.

აქციის მონაწილეები პოლიციას მოუწოდებენ, რომ ემზარ კვიციანი დააკავონ.