ემზარ კვიციანი - მივდივარ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნით, დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება
ემზარ კვიციანი - მივდივარ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნით, დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება

მივდივარ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნით, დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

კვიციანმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და სამართლიანობის აღდგენა მოითხოვა. მან ისაუბრა მასსა და ერთ-ერთ ოჯახს შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე.

„რატომ გვიშვებთ სტრასბურგში, რატომ არ ასამართლებთ აქ ხალხს სამართლიანად? ეს არის უბედურება, თორემ მათ ხელში რომ იყო ყველა უბედურება, გასაგებია, იცის მთელმა საქართველომ, რომ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა 70 ათას ოჯახზე მეტი გააუბედურა, რეპრესიებში გაატარა. შეიძლება ითქვას, რომ 0,0001 პროცენტი არაა აღმდგარი სამართლიანობის.

ბატონო თავმჯდომარე, მე მინდა, მოგმართოთ თქვენ, ბოლო დროს ჩემ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ისე გააჟღერა ჩვენმა ზოგ-ზოგიერთმა მოღალატე ჟურნალისტმა. სამჯერ ვიყავი თქვენთან მოსული, გახსოვთ. თქვენ რეაგირება მოახდინეთ მალევე, დაელაპარაკეთ ადამიანებს, კერძოდ, პრემიერ-მინისტრსაც. ვიცი მე ყველაფერი, მადლობა ამისთვის თქვენ. პრემიერ-მინისტრს ველაპარაკე, პრემიერ-მინისტრმაც აღმითქვა თანადგომა, რომ ყველაფერს გააკეთებდა სამართლიანობის აღდგენისთვის. ასე ვიყავი ანრი ოხანაშვილთან, იურიდიული კომიტეტის თვმჯდომარესთან და ინიციატივით ვარ შემოსული კანონპროექტით, რომელიც გაჩერებულია. ვიყავი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან. ყველა თქვენგანმა გამომიცხადა თანადგომა, რა გვჭირს მაშინ? ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ვის უნდა ქართველების ჩაგვრა. მარტო ჩემს თავზე კი არ გეუბნებით. მე ვარ ერთი და ჩემ გამო რვა ოჯახი კიდევ და პლუს 70 ათასია მთელ საქართველოში. რატომ არ გინდათ სამართლიანობის აღდგენა? რატომ არ შეიძლება, უკანონოდ წართმეული ქონებების დაბრუნება უკან, რომლებიც სახელმწიფო ბალანსზეა, ეკონომიკის ბალანსზეა, არ გაყიდულა, არ გასხვისებულა და არც ერთი კაპიკი არ დაეხარჯება სახელმწიფოს, იმის გამო, რომ დაუბრუნოს ადამიანს და სამართლიანობა აღდგეს. მაგრამ ამის უკან, როგორც გოგიჩაიშვილმა თქვა, მართლაც კორუფციული სისტემა დგას ერთ ვარიანტში; მეორე ვარიანტში, მინდა, გკითხოთ ის, რომელიც ეკრანებზე იხილეთ – სახლი ვინც უკანონოდ ჩამომართვა, იყო ირაკლი ოქრუაშვილი და გადასცა უკანონოდ, ყალბი ორდერით თავის ნათლულის მამას და ცხოვრობენ ისინი იქ ამდენი წელიწადია.

არც ერთხელ არ მივსულვარ, მივიდა ჩემი ძმა, როცა ისინი ჩასახლდნენ. უთხრა, ვისია ეს სახლიო. მან თქვა, რომ დაბრუნდება. არ ელოდნენ ჩემს ცოცხალ დაბრუნებას რუსეთიდან. რომ დაბრუნდება, გადავულოცავ სახლს და წავალ ჩემ სახლშიო, რომელიც დაკეტილი აქვს რუსთავში. რა გზა მრჩება მე, რა გზა რჩება ჩვენს უკან იმ რვა ოჯახს და რა გზა რჩება იმ 70 ათას ქართულ ოჯახს იმის გარდა, რომ რაღაცა მოვითხოვოთ ჩვენ? მე, თქვენი კოლეგა, პარლამენტარი 24 საათი თქვენთან ერთად ვარ, ვერ მივაღწიე სამართალს, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც გვერდში მედექით, ბატონო თავმჯდომარე“, – განაცხადა კვიციანმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციაში ახლა ცვლილებები შედის, იქნება განხილვები და მოითხოვს, შევიდეს ცვლილება, რომ არჩევნები გახდეს სავალდებულო.

„ეს არ არის ჩემი ახირება. ეს არის მოთხოვნა მოსახლეობის, რომ არ გაყალბდეს არჩევნები ან რისკი გაყალბების იყოს შედარებით ნაკლები. კანონპროექტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის, რომელიც მე რომ შემოვიტანე, ცვლილებაზე ძალიან გთხოვთ გამოიტანოთ და საერთოდ ერთთვიანი ვადა გავაუქმოთ, თუ გვინდა რომ ოდნავ მაინც აღდგეს ამ ქვეყანაში სამართალი და ხუთი წლიანი ხანდაზმულობა გავზარდოთ 20 წლამდე მაინც. მესამე – დაიწყოს დაბრუნება ქონების მორიგებით, რასაც მოსამართლეები ითხოვდნენ. მორიგებით ყველა იმ ადამიანის, ვისი ქონებაც არ გასხვისებულა.

მინდა, მოვუწოდო ყველას. მე ამასთან დაკავშირებით, ბატონო თავმჯდომარე, ალბათ ხვალიდან, ბოიკოტს ვაცხადებ, პარლამენტში აღარ გამოვალ და მივდივარ მოსათხოვნად იმ ადამიანების წინ, რომ ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე, ისე, როგორც ზეწოლით ოქრუაშვილი გამოაშვებინეს, ორი დამნაშავე გამოაშვებინეს ზეწოლით. დამნაშავე გამოუშვიო, რომ გეუბნებიან, უდანაშაულოს რას გვერჩიან? ამიტომ, მივდივარ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნით, დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება. მოვუწოდებ ყველა პატივაყრილს, რადგან ეს შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფაა, რომ წაგართმევენ ტყუილუბრალოდ, უსამართლოდ და არ გიბრუნებენ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.