ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა

15:01, 08.11.2026

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. ხან ჭენგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გააცილა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 6 ნოემბერს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ხან ჭენგის ვიზიტს სოციალურ ქსელ „იქსზე“ გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე – „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ახალ შესაძლებლობებსა და ჩვენი ქვეყნებისთვის პრიორიტეტულ სხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარებაზე”, – აღნიშნავს პრემიერი. მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტის მნიშვნელობა შეაჯამა ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმაც.

მსგავსი