ემზარ კვიციანი - დათო ბერძენიშვილის შვილს იქნებ ვინმემ უთხრას, მე თუ მოღალატე ვარ, მამამისმა და ბიძამ რატომ მოაწერეს ხელი ჩემს გათავისუფლებაზე? ნუ აცხოვრებთ შვილებს სიცრუეში
დათო ბერძენისვილის შვილს იქნებ ვინმემ უთხრას, მე თუ მოღალატე ვარ, მამამისმა და ბიძამ რატომ მოაწერეს ხელი ჩემს გათავისუფლებაზე? ნუ აცხოვრებთ შვილებს სიცრუეში, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც კვიციანი აღნიშნავს, მოსახლეობას ცრუ ინფორმაციას აწვდიან, რადგან, მისი თქმით, ის არ გასულა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქციაზე, კვიციანი ამბობს, რომ მას აქციის მონაწილეები თავად დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„რატომ აწვდით მოსახლეობას ცრუ ინფორმაციას?! მე მათთან არ გავსულვარ! ისინი დამხვდნენ ქუჩაში! ტაქსი გამოვიძახე, პარლამენტთან ამოსასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდათ პოლიციელებს მომიტინგეების გამო, ამიტომაც ვერ ამოვიდა და დამირეკა, რომ ქვევით ვდგავარო. მეც წავედი ჩემი გზით! რომ მივდიოდი, ბოკერია სააკაშვილის ჯგუფი იდგა მარჯვენა შესასვლელთან. მე მათ არც ერთს სახეზე არ ვიცნობ იმ მაქარაშვილის გარდა. ის მყავს ტელევიზიით ნანახი. მოკლედ, რომ მივუახლოვდი, მივესალმე აქეთ პოლიციელებს და იქეთ აქციის წევრებს, გავაგრძელე გზა. მოულოდნელად შემომესივნენ და დაიწყეს სტვენა. შემომეხვივნენ და დაიწყეს შეურაცხმყოფელი სიტყვების ყვირილი პირდაპირ ყურში – მოღალატე, რუსეთის მონა, პუტინის მონა და ერთ-ერთმა გოგონამ ყლ.. შემომძახა. ამდენმა შეურაცხყოფამ, რა თქმა უნდა, გამომიყვანა მწყობრიდან. მანამდე მივდიოდი სიცილით. სტვენაზე არ მიმიცია რეაგირება, მაშინ დაიწყეს ლანძღვა-გინება, მართალია მეც ვაგინე გამწარებულმა. მერე ვიღაც ახალგაზრდა დამხვდა წინ და პირდაპირ დამეჯახა წინიდან. მეც ვუჯიკე და წაიქცა. შემდეგ მე ისევ წავედი წინ. ესენი მომდევენ და მაგინებდნენ. მეც ვაგინე და მართალი გითხრათ, ბევრი რამ კადრებიდან ვნახე, თორე არ მახსოვდა. მწყობრიდან გამომიყვანეს. აღმოჩნდა იგორ გიორგაძის შექმნილი „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის შვილი და ის მეძახდა რუსეთის აგენტს! ეტყობა სკოლებში და ინსტიტუტებში არ ასწავლიან სწორად ისტორიას და მაგიტომაც ეს ახალგაზრდები არ ადგანან სწორ გზას! მე რომ ნაკანტუზიებ ყურებში მისტვენ და მოღალატეს მეძახი, იქნებ თუ წიგნებს გიმალავენ იკითხო მაინც, რამდენი სისხლი დამიღვრია ომში, რამდენი რუსული ვერტმფრენები და სხვა ტექნიკა ამიფეთქებია ბრძოლაში! რატომ აყენებთ ცოდვაში ბავშვებს? არ გრცხვენიათ? ბერძენიშვილი დათოს შვილს იქნებ ვინმემ უთხრას, მე თუ მოღალატე ვარ, მამამისმა და ბიძამ რატომ მოაწერეს ხელი ჩემს გათავისუფლებაზე? ნუ აცხოვრებთ შვილებს სიცრუეში. თქვენვე მოგიბრუნდებათ ცუდად!“,- წერს ემზარ კვიციანი „ფეისბუქზე“.