ემზარ კვიციანი - დაიწყეთ გამოძიება კოდორის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით, დაკითხეთ ქვეყნის მოღალატე სააკაშვილი
დაიწყეთ გამოძიება კოდორის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით, დაკითხეთ ქვეყნის მოღალატე სააკაშვილი, – წერს „ფეისბუქში“ ყოფილი დეპუტატი ემზარ კვიციანი.
„მივმართავ ხელისუფლებას! სუს-ი, პროკურატურა, შსს, სასამართლო და ჟურნალისტებს!
4 დღეა უკვე ქვეყნის მოღალატე ციხეში გყავთ და რას ედავებით ბოლომდე ჯერ არავინ იცის!
მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნები, რომლებიც მას ლობირებდნენ და ლობირებენ დღესაც, ცდილობენ, გაასუფთაონ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით! ვინმეს თუ ჰგონია, რომ მოპარული მილიარდები მხოლოდ მან მიითვისა ის ცდება!
მე სხვა კითხვები მაინტერესებს, რომელსაც არც ერთი ზემოთ ხსენებული ინსტიტუტი არ ახსენებს, არ ვიცი, ზეწოლის გამო თუ თქვენც ყველანი გასვრილი ხართ ტერიტორიების გასხვისებაში!
პროკურატურას მოგმართავთ განცხადებით:
დაიწყეთ გამოძიება კოდორის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით!
დაკითხეთ ქვეყნის მოღალატე! კითხვები თუ არ მოგდით,
კითხვებს მე გიკარნახებთ:
1. შეხვდა თუ არა პუტინს 2006 წლის 13 ივნისს სოჩაში და ზღვაში გასულებმა ერთიერთში ილაპარაკეს თუ არა და კოდორის გადაცემის პირობა დაუდო თუ არა?!
2. ერთ თვეში კოდორზე ლაშქრობა ფსბესთან ერთობლივად ჩაატარა თუ არა?!
3. რატომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 73-ემუხლი და შემდეგ კი 100-ე მუხლი და რატომ შეიყვანა კონსტიტუციის უხეში დარღვევით საქართველოს მთელი შეიარაღებული ძალები კოდორის ხეობაში მოსკოვის 1994 წლის საერთაშორისო 4 მხრივი შეთანხმების დარღვევით,სამშობლოს დამცველთა გასანადგურებლად?!
4. რატომ იღებდნენ ამ ოპერაციაში ჩეჩენი ტერორისტები მონაწილეობას და ვისი ინიციატივა იყო მათი იქ ყოფნა ირაკლი ალასანიასი თუ ოქრუაშვილის!
5. 2008 წელს რატო გასცა ბრძანება კოდორში მთელი შეიარაღების დატოვების და კოდორის (დალის)ხეობის უბრძოლველად დათმობის?!
6. რატომ გაუგრძელა 2008 წლის 28 ივლისს სამშვიდობოებს მანდატი 6 თვით?! თუ 8 ში კონსტიტუციურ წესრიგის აღდგენას აპირებდა?!
7. რატომ ჩამოაგდებინა ქართული ვერტმფრენი დუშეთის ტერიტორიაზე 2006 წელს?!
ვფიქრობ, ეს კითხვები საკმარისია სიმართლის დასადგენად და სამართლიანობის აღსადგენად!
პ.ს. დარწმუნებული ვარ, უამრავ კითხვას ძიების პროცესი შემოგმატებთ!
რატო გაატარებინე ციხეში ჩემს დას 7 წელი არ გეკითხები, რადგან არაფერი პირადული!“ – წერს ემზარ კვიციანი „ფეისბუქში“.