ემანუელ მაკრონი სკრიპალის სკანდალის მიუხედავად, მაისში მოსკოვში ჩავა
ემანუელ მაკრონი სკრიპალის სკანდალის მიუხედავად,  მაისში მოსკოვში ჩავა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სკრიპალის სკანდალის მიუხედავად, მაისში მოსკოვში ჩავა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ადასტურებს.

საფრანგეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც რუსი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლისა და  ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გამო,  რუს დიპლომატებს აძევებს.

ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, კვირის ბოლომდე ქვეყანას 4 რუსი დიპლომატი დატოვებს