ემანუელ მაკრონი სკრიპალის სკანდალის მიუხედავად, მაისში მოსკოვში ჩავა

10:48, 29.03.2018

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სკრიპალის სკანდალის მიუხედავად, მაისში მოსკოვში ჩავა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ადასტურებს.

საფრანგეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც რუსი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლისა და  ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გამო,  რუს დიპლომატებს აძევებს.

ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, კვირის ბოლომდე ქვეყანას 4 რუსი დიპლომატი დატოვებს

მსგავსი