ეკა ბესელია განათლების მინისტრის გადადგომას ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს არ უკავშირებს
არის მოსაზრება, რომ თავის დროზე როდესაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაერთიანდა სწორი გადაწყვეტილება არ იყო და ახლა რაღაც ჯგუფი ფიქრობს, მათ შორის უმრავლესობაში, რომ ისევ უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, არ ფიქრობს, რომ მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა თავად დატოვა.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა ია კერზაიას საქმეს, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ ასე არ არის.
„თუ ამ საქმესთან იქნებოდა კავშირში, მაშინ ეს გადაწყვეტილება იქამდე უნდა ყოფილიყო მიღებული. დროში იმდენად დაცილდა, არ მგონია სტრასბურგში განაცხადის შეტანა ამის განმსაზღვრელი იყოს. სტრასბურგის სასამართლოში განაცხადის შეტანა საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებს ითვალისწინებს. მე ამ თემას ამიტომ ვერ დავუკავშირებდი. არ ჩანდა აქ ეს პოზიცია, რომ მინისტრი ამის გამო თვლიდა თავს დამნაშავედ. არ მგონია, რომ ეს კავშირში იყოს. შესაძლოა, ის იყოს კავშირში იმასთან, რომ სამინისტროს ხელახლა გაყოფის საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას უმრავლესობის შიგნით. არის მოსაზრება, რომ თავის დროზე, როდესაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაერთიანდა სწორი გადაწყვეტილება არ იყო და ახლა რაღაც ჯგუფი ფიქრობს, მათ შორის უმრავლესობაში, რომ ისევ უნდა შეიცვალოს. შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს და ამ საკითხზე გარკვეულ უთანხმოებას. არ მგონია, რომ მინისტრმა თანამდებობა თავად დატოვა“,- აღნიშნა ბესელიამ და დასძინა, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებების გაგრძელებას არ გამორიცხავს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, თანამდებობის დატოვება საკუთარ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
ამასთან, გუშინ შვილმა ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა.