ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია
ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 18:00 საათის მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მსახიობმა და შოუმენმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 73,2%-ით გაიმარჯვა. მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მხარი ამომრჩევლის 25.3%-მა დაუჭირა.
ეგზიტპოლის შედეგებს ლიდერები რამდენიმე წუთში შტაბებში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეაფასებენ.
უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. პრეზიდენტის ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.
ეგზიტპოლების შედეგად, გამოიკითხა 300 საარჩევნო უბანი, 13000 ამომრჩეველი, ცდომილება კი ორი პროცენტია.