ედგარს რინკევიჩსი - ლატვია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს
ედგარს რინკევიჩსი - ლატვია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

ლატვია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს, – ამის შესახებ განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა გაავრცელა.

„ლატვია არ აღიარებს რუსეთის მიერ აღიარებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას“, – წერს ლატვიელი დიპლომატი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ე.წ. არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.