ედგარს რინკევიჩსი – ვულოცავ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ევროპას სჭირდება ძლიერი აშშ და აშშ-ს სჭირდება ძლიერი ევროპა

12:16, 06.11.2024

ვულოცავ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ორმხრივი ურთიერთობებისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც რინკევიჩსი აღნიშნავს, ლატვია არის და იქნება აშშ-ის სანდო პარტნიორი.

„ევროპას სჭირდება ძლიერი აშშ და აშშ-ს სჭირდება ძლიერი ევროპა. ლატვია არის და იქნება აშშ-ს ძლიერი და სანდო პარტნიორი“, – წერს ედგარს რინკევიჩსი.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

მსგავსი