ჯიმ ო’ბრაიენი – აშშ გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ფიქტიურ საპარლამენტო არჩევნებს, სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

19:52, 10.06.2024

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება.

როგორც ჯიმ ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში წერს, „შეერთებული შტატები გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ფიქტიურ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა“.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯიმ ო’ბრაიენი.

მსგავსი