მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაი პოპშოი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
როგორც მიხაი პოპშოი წერს, საქართველოს დროებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს მიხაი პოპშოი.
The so called parliamentary elections in the temporarily uncontrolled Tskhinvali region of Georgia are a clear violation of international law. We support the sovereignty and territorial integrity of Georgia.
— Mihai Popșoi (@MihaiPopsoi) June 9, 2024