მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაი პოპშოი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
როგორც მიხაი პოპშოი წერს, საქართველოს დროებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს მიხაი პოპშოი.