აზერბაიჯანის საგარეო უწყება – არ ვცნობთ საქართველოში, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მათ შედეგებს
არ ვცნობთ საქართველოში, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მათ შედეგებს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს 2024 წლის 9 ივნისს საქართველოში, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მათ შედეგებს“,- აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.
Statement on the so-called “parliamentary elections” held in the Tskhinvali region of Georgiahttps://t.co/6xJlKoHFtX
The Ministry of Foreign Affairs of the Republic of Azerbaijan reaffirms its support for Georgia’s sovereignty and territorial integrity and does not recognize…
— MFA Azerbaijan 🇦🇿 (@AzerbaijanMFA) June 9, 2024