აზერბაიჯანის საგარეო უწყება - არ ვცნობთ საქართველოში, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მათ შედეგებს
არ ვცნობთ საქართველოში, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მათ შედეგებს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს 2024 წლის 9 ივნისს საქართველოში, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მათ შედეგებს“,- აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.