ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ პირებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებულ პირებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ პროკურატურის არგუმენტები გაიზიარა მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის ნაწილში.
ბრალდებულების ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
წინასასამართლო სხდომა ექვსი პირის საქმეზე 26 მარტს ჩაინიშნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა იგეგმებოდა.