რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სანქტ პეტერბურგში ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილები ბრალს აღიარებენ
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სანქტ პეტერბურგში ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილები ბრალს აღიარებენ

სანქტ პეტერბურგში ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილები ბრალს აღიარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულებისგან ამოღებულია მტკიცებულებები, „რაც მათ მიერ ტერქტისთვის მზადებას ადასტურებს“.

როგორც მანამდე გახდა ცნობილი, რუსეთის სპეცსამსახურებმა 27 დეკემბერს დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც საახალწლოდ სანქტ პეტერბურგში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მათი დაპატიმრება აშშ-ისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხერხდა.