დონალდ ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტი ვაშინგტონში მიიწვია
დონალდ ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტი ვაშინგტონში მიიწვია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი ვაშინგტონში მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა იუნკერს მიწვევა გასულ პარასკევს გაუგზავნა. გავრცელებული ვერსიით, საუბრის მთავარი თემა ვაჭრობა იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტმა იუნკერს მიწვევა მანამდე გაუგზავნა, ვიდრე ცნობილი გახდებოდა, რომ მოტოციკლების მწარმოებელი კომპანია Harley-Davidson-ი წარმოების ნაწილს ამერიკიდან გადაიტანს, მიზეზი ევროკავშირის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადია.

ევროკომისიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ იუნკერისთვის ამერიკაში გასამგზავრებელი ბილეთები ჯერ არ უყიდიათ.

შეგახსენებთ ჟან კლოდ იუნკერმა კანადაში გამართულ დიდი შვიდიანის სამიტზე განაცხადა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ისურვებდა ამერიკაში ვიზიტს იმისთვის, რომ ამერიკის პრეზიდენტთან ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს.