დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ კომლექსური სანქციების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ კომლექსური სანქციების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.
ზომებს შორისაა როგორც გაზრდილი ტარიფები, ასევე დამატებითი ზომები. ამერიკული მედიის ცნობით, საქმე ეხება 30-დან 60-მილიარდამდე მოცულობის ტარიფებზე ცვლილებას, ასევე აკრძალვებს, რაც ინვესტიციებს შეუშლის ხელს.
ამის მიზეზად ჩინეთის მიერ აშშ-დან ინტელექტუალური საკუთრების მითვისებისა და გაცემისთვის ხელშეწყობა სახელდება.
თეთრი სახლის განცხადებით, სანქციების დაწესების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მოლაპარაკებებმა ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო.
ასევე, დონალდ ტრამპის განმარტებით, მან პეკინისგან სავაჭრო დეფიციტის 100 მილიარდი დოლარით შემცირება მოითხოვა, რასაც ის ორმხრივ ვაჭრობაში მთავარ პრობლემად მიიჩნევს.
დონალდ ტრამპმა სავაჭრო საკითხებში წარმომადგენელ რობერტ ლაიტზერმს ჩინური საქონელის სიის შედგენა დაავალა, რომლებზეც ტარიფები დაწესდება. ლაიტზერმა კი კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ „მაქსიმალურ ზეწოლას მოახდენს ჩინეთზე, რომ ეს მინიმალურად აისახოს ამერიკელ მომხმარებლებზე“.
მისივე თქმით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა უმნიშვნელოვანესია აშშ-ის ეკონომიკისთვის.