ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიდედრმა და სიმამრმა მოქალაქეობა მიიღეს. მელანია ტრამპის მშობლებმა, სლოვენიელმა ვიქტორ და ამალია კნავსებმა ფიცი უკვე დადეს. ცერემონია მანჰეტენზე გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, აქამდე მელანია ტრამპის მშობლები ამერიკის შეერთებულ შტატებში მწვანე ბარათის პროგრამით ცხოვრობდნენ.
მელანია ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 2006 წელს გახდა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი ტრამპი აქტიურად აკრიტიკებდა ე.წ. ჯაჭვური პრინციპით მოქალაქეობის მიღებას . ტრამპი ამბობდა, რომ მოქალაქეობის მისაღებად, პრიორიტეტი პროფესიონალიზმი უნდა იყოს და არა ნათესაური კავშირი.