„დოლბის“ თეატრი „ოსკარის“ ცერემონიისთვის 40 ათასი ვარდით გაფორმდება
„დოლბის“ თეატრი 40 ათასი ვარდით გაფორმდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ოსკარის“ სცენის დიზაინერი დევიდ კორინსი ავრცელებს.
„ეს არის ერთ-ერთი მონახაზი იმ მრავალი დიზაინიდან, რომელსაც 91-ე „ოსკარზე“ ნახავთ. უკვე ვთქვი, რომ სცენაზე 40 ათასი ცოცხალი ვარდი გვექნება?“, – წერს კორინსი.
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია 24 თებერვალს გაიმართება. კინოს სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღონისძიებას წელს პირველად, პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
პირველი არხის მაყურებელს შოუს განმეორებით ნახვის შესაძლებლობა 25 თებერვალს, „მოამბის“ მთავარი გამოშვების დასრულების შემდეგ ექნება.