„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ინდონეზიის კუთვნილი წყალქვეშა ხომალდი, რომელზეც 53 ადამიანი იმყოფებოდა, დაახლოებით 850 მეტრის სიღრმეზეა ჩაძირული
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ინდონეზიის კუთვნილი წყალქვეშა ხომალდი, რომელზეც 53 ადამიანი იმყოფებოდა, დაახლოებით 850 მეტრის სიღრმეზეა ჩაძირული.
ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, აღმოჩენილია ნავის ნამსხვრევები, ტორპედოს დამცავი მოწყობილობა და საპოხი მასალისთვის განკუთვნილი ბოთლი. ამ დროისთვის ეკიპაჟის 53 წევრის მდგომარეობა უცნობია.
ნავის ჩაძირვის სავარაუდო ვერსიად ხომალდზე ელექტრომომარაგების კოლაფსი განიხილება, რამაც შესაძლოა, ჟანგბადის მიწოდების პრობლემა შექმნა.
წყალქვეშა ნავი 21 აპრილს გაუჩინარდა. ის კუნძულ ბალისთან სასწავლო წვრთნაში იღებდა მონაწილეობას.