ინდონეზიის სამხედრო წყალქვეშა ნავი, რომლის ბორტზეც 53 ადამიანი იმყოფებოდა, გაუჩინარდა
ინდონეზიის სამხედრო წყალქვეშა ნავი, რომლის ბორტზეც 53 ადამიანი იმყოფებოდა, გაუჩინარდა

ინდონეზიის სამხედრო წყალქვეშა ნავი, რომლის ბორტზეც 53 ადამიანი იმყოფებოდა, გაუჩინარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

წყალქვეშა ნავი კუნძულ ბალიდან ჩრდილოეთით სასწავლო მანევრებს ატარებდა.

გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის საპოვნელად ინდონეზიის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ხომალდი გაგზავნეს. მთავრობამ სამძებრო ოპერაციაში დახმარების თხოვნით ავსტრალიასა და სინგაპურს მიმართა.

გერმანული წარმოების წყალქვეშა ნავი მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ეკიპაჟმა ოკეანის სიღრმეში დაშვება გადაწყვიტა.

ინდონეზიას სულ ხუთი წყალქვეშა ნავი ჰყავს.

დატოვე კომენტარი