„დოიჩე ველე“ - „პოლი ნეთვორქზე“ განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებმა 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს
„დოიჩე ველე“ – „პოლი ნეთვორქზე“ განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებმა 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს. პლატფორმის წარმომადგენელთა განცხადებით, მოპარული თანხის მოცულობა ყველაზე მსხვილია დეცენტრალიზებული ფინანსური მომსახურების ისტორიაში.
„პოლი ნეთვორქმა“ ჰაკერების მიერ გამოყენებული საფულეების მისამართები გამოაქვეყნა და კრიპტოვალუტის მაინინგში ჩართულ პირებს და ორგანიზაციებს ამ მისამართებიდან შემოსული ინფორმაციის დაბლოკვისკენ მოუწოდა.
პლატფორმის წარმომადგენელთა თქმით, კიბერდამნაშავეებს მათთან დაკავშირება და მოლაპარაკება შესთავაზეს რამდენიმე ციფრულ მისამართზე თანხების დასაბრუნებლად.
პლატფორმის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი ზომების მიღებას გეგმავენ, რადგან აღნიშნული ქმედება მსხვილი ეკონომიკური დანაშაულია.
კიბერდანაშაულის ექსპერტთა ჯგუფის, „სიფერთრეისის“ მონაცემებით, მიმდინარე წელს ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმების 76 პროცენტი დეცენტრალიზებული ფინანსური მომსახურების სექტორზე მოდის. თავდასხმების შედეგად ჯამში მოპარულია 361 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხა, რაც წინა წლის მონაცემებს 2,7-ჯერ აღემატება.