თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში დესტაბილიზაციისა და შემდგომი შეჭრისთვის კიბერთავდასხმები ​გამოიყენოს
თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში დესტაბილიზაციისა და შემდგომი შეჭრისთვის კიბერთავდასხმები ​გამოიყენოს

რუსეთმა შესაძლოა, კიბერთავდასხმები უკრაინაში დესტაბილიზაციისა და შემდგომი შეჭრისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ენი ნიუბერგერმა ევროპელ კოლეგებთან შეხვედრისას განაცხადა.

კიბერუსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ კიბერსაფრთხეებზე იმსჯელეს.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთის ძალის მთავარი კომპონენტი კიბერსფერო იყო, მათ შორის მანამდე უკრაინაშიც“, – განაცხადა ნიუბერგერმა.