თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში დესტაბილიზაციისა და შემდგომი შეჭრისთვის კიბერთავდასხმები გამოიყენოს
რუსეთმა შესაძლოა, კიბერთავდასხმები უკრაინაში დესტაბილიზაციისა და შემდგომი შეჭრისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ენი ნიუბერგერმა ევროპელ კოლეგებთან შეხვედრისას განაცხადა.
კიბერუსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ კიბერსაფრთხეებზე იმსჯელეს.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთის ძალის მთავარი კომპონენტი კიბერსფერო იყო, მათ შორის მანამდე უკრაინაშიც“, – განაცხადა ნიუბერგერმა.