მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ოდესაზე იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა დაშავდა, ზაპოროჟიეზე იერიშს კი რვა ადამიანი ემსხვერპლა, 48-მდე დაშავდა
მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ოდესაზე იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა დაშავდა, ზაპოროჟიეზე იერიშს კი რვა ადამიანი ემსხვერპლა, 48-მდე დაშავდა

რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა ოდესაზე. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ცხრა კი დაშავდა, დაზიანდა სკოლა და კერძო საცხოვრებელი სახლები, რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი.

მედიის ცნობით, ღამით აფეთქებები მოხდა ხარკოვშიც. რუსეთის ძალებმა ქალაქს მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს, შედეგად მრავალსართულიანი კორპუსი დაინგრა, დაშავებულია 25 ადამიანი.

ამასთან, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. დაღუპულია რვა ადამიანი. დანგრეულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, კერძო სახლები და დაზიანებულია ონკოლოგიური საავადმყოფოს შენობა.