უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს განცხადებით, სამთავრობო ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს განცხადებით, სამთავრობო ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს განცხადებით, სამთავრობო ვებგვერდებზე განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას. უწყებაში მიიჩნევენ, რომ კიბერიერიში უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მიზანს ემსახურება. ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ცნობით, უკრაინის მოქალაქეების პერსონალური მონაცემები საიმედოდაა დაცული.

„ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას. მოსკოვი განაგრძობს ჰიბრიდულ ომს და აქტიურად ზრდის ძალებს საინფორმაციო და კიბერსივრცეში. ხშირად რუსეთის კიბერძალები აშშ-ისა და უკრაინის წინააღმდეგ მუშაობენ, ცდილობენ, ტექნოლოგიების გამოყენებით შეარყიონ პოლიტიკური სიტუაცია. ბოლო კიბერთავდასხმა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლიდან წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მისი მიზანია, არა მხოლოდ საზოგადოების დაშინება, არამედ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაცია სახელმწიფო სექტორის მუშაობის გაჩერებით და უკრაინელების მხრიდან ხელისუფლებისადმი ნდობის შერყევით“, – ნათქვამია ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მირ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერიეირიში 14 იანვარს მიიტანეს. კიბერშეტევის შედეგად, უკრაინის სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე განათავსეს წარწერები „გეშინოდეთ და დაელოდეთ უარესს“.