მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაწესებულებების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

15:48, 01.05.2022

მოლდოვის სახელმწიფო დაწესებულებების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცის მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდასხმა საზღვარგარეთიდან განხორციელდა.

კიბერთავდასხმა მიეწერება რუსულ დაჯგუფება „Killnet“-ს, რომელიც მოქმედებს ჰაკტივიზმის პრინციპებზე და სპეციალიზირებულია ე.წ. „DdoS“ თავდასხმების განხორციელებაში იმ ქვეყნებზე, რომლებიც, მათი აზრით, უკრაინას უჭერენ მხარს. დაჯგუფებას მსგავსი თავდასხმები განხორციელებული აქვს ევროკავშირის ქვეყნების სამთავრობო ვებგვერდებზე და ნატო-ს ვებინფრასტრუქტურაზეც, ამასთან, ბოლო დღეებში თავდასხმა განხორციელდა რუმინეთის სახელმწიფო ორგანიზაციების ვებგვერდებზე“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ახლა პასუხისმგებელი ორგანოები იღებენ აუცილებელ ზომებს სახელმწიფო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მოსაგერიებლად და მათი შედეგების მინიმიზაციისთვის.

მსგავსი