„ევრონიუსი“ - ევროპარლამენტის ვებგვერდი „გარე თავდასხმის“ გამო მას შემდეგ გაითიშა, რაც ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა
„ევრონიუსი“ - ევროპარლამენტის ვებგვერდი „გარე თავდასხმის“ გამო მას შემდეგ გაითიშა, რაც ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ევროპარლამენტის ვებგვერდი „გარე თავდასხმის“ გამო მას შემდეგ გაითიშა, რაც ევროპარლამენტარებმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადეს, – ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ევროპარლამენტის პრესსპიკერმა, ჯაუმე დუკმა განაცხადა, რომ ვებგვერდის ხელმისაწვდომობაზე გავლენა მოახდინა გარე ტრაფიკმა.

„ეს ტრაფიკი დაკავშირებულია კიბერთავდასხმასთან. ევროპარლამენტის შესაბამისი გუნდები მუშაობენ ამ საკითხის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად“, – თქვა ევროპარლამენტის პრესსპიკერმა, ჯაუმე დუკმა.

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ევროპარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები აღიარებენ რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც „ტერორიზმის საშუალებებს იყენებს“.