ჟურნალმა „თაიმმა“ გავლენიანი ადამიანების ასეულის არჩევა დაიწყო, ხმის მიცემა საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ 
ჟურნალმა „თაიმმა“ გავლენიანი ადამიანების ასეულის არჩევა დაიწყო, ხმის მიცემა საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ 

ჟურნალმა „თაიმმა“ დღეიდან გავლენიანი ადამიანების ასეულის არჩევა დაიწყო. ხმის მიცემა საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

ინტერნეტგამოკითხვის მონაწილეებმა ფავორიტები წინასწარ გამოქვეყნებული სიიდან უნდა შეარჩიონ. ხმის მიცემა „თაიმის“ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

ნუსხაში ხელოვანები, პოლიტიკური ლიდერები, მეცნიერები, აქტივისტები და ბიზნესმენები შედიან. მათ შორისაა, მსოფლიოში ცნობილი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო და სხვები.

როგორც „თაიმში“ განმარტავენ, საბოლოოდ სიას ჟურნალის რედაქტორები შეადგენენ, მაგრამ მათ მკითხველების მოსაზრებაც აინტერესებთ.

ინტერნეტგამოკითხვაში მონაწილეობა დღეიდან არის შესაძლებელი. „თაიმის“ ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული კი 18 აპრილს გამოქვეყნდება.