ჟურნალი Vanity Fair-ი - კევინ სპეისი House of Cards-ის ფინალურ სეზონში აღარ ითამაშებს
Netflix-მა სერიალ House of Cards-ის ფინალური სეზონის გადაღება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ Vanity Fair-ი ავრცელებს.
ახალი სეზონი მხოლოდ რობინ რაითის გმირს, კლერ ანდერვუდს დაეთმობა და მასში კევინ სპეისი აღარ ითამაშებს.
სერიალი მხოლოდ რვა ეპიზოდით იქნება წარმოდგენილი. ახალ სეზონში მსახიობთა გუნდს შეუერთდნენ მსახიობები – დაიან ლეინი და გრეგ კინერი.