ჟოზეფ ბორელი - ვწუხვარ რუსეთში მასობრივი დაკავებების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო
რუსეთში მასობრივი დაკავებებსა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ეხმაურება.
„ვწუხვარ რუსეთში მასობრივი დაკავებების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო. ადამიანებს უნდა შეეძლოთ აზრის თავისუფლად გამოხატვა და არ უნდა ეშინოდეთ რეპრესიების. რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები“,- წერს ბორელი „ტვიტერზე“.
რუსეთში გუშინ გამართულ ანტისამთავრობო და ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე ხუთი ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერ ნავალნის მეუღლე და ჟურნალისტები.