ჟოზეფ ბორელი – ვწუხვარ რუსეთში მასობრივი დაკავებების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო
რუსეთში მასობრივი დაკავებებსა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ეხმაურება.
„ვწუხვარ რუსეთში მასობრივი დაკავებების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო. ადამიანებს უნდა შეეძლოთ აზრის თავისუფლად გამოხატვა და არ უნდა ეშინოდეთ რეპრესიების. რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები“,- წერს ბორელი „ტვიტერზე“.
რუსეთში გუშინ გამართულ ანტისამთავრობო და ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე ხუთი ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერ ნავალნის მეუღლე და ჟურნალისტები.
I deplore widespread detentions and disproportionate use of force against protesters and journalists in #Russia again today. People must be able to exercise their right to demonstrate without fear of repression. Russia needs to comply with its international commitments.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) January 31, 2021