ჟოზეფ ბორელი - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, ევროპულ გზას დაადგნენ, ჩვენ რეგიონისგან ველოდებით საკვანძო რეფორმების შესრულებას, ბევრი ამას აკეთებს, თუმცა ვხედავთ ყოყმანსაც
ჟოზეფ ბორელი - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, ევროპულ გზას დაადგნენ, ჩვენ რეგიონისგან ველოდებით საკვანძო რეფორმების შესრულებას, ბევრი ამას აკეთებს, თუმცა ვხედავთ ყოყმანსაც

ევროკავშირი ბალაკნეთის რეგიონისგან სავანძო რეფორმების შესრულებას ელოდება. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ალბანეთის დედაქალაქში ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე განაცხადა.

„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, ევროპულ გზას დაადგნენ. ეს არის ორმხრივი მოძრაობის ქუჩა და ჩვენ რეგიონისგან ასევე ველოდებით საკვანძო რეფორმების შესრულებას, ევროპული ამიციებისა და სულისკვეთების უდაოდ მიღებას. ბევრი ამას აკეთებს, თუმცა ჩვენ ასევე ვხედავთ ყოყმანს“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.