ჯოზეფ ბორელი - საქართველოს პრემიერს გავუზიარეთ შეშფოთება ცხინვალის რეგიონის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც არ ვაღიარებთ
ჯოზეფ ბორელი - საქართველოს პრემიერს გავუზიარეთ შეშფოთება ცხინვალის რეგიონის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც არ ვაღიარებთ

საქართველოს პრემიერს გავუზიარეთ შეშფოთება ცხინვალის რეგიონის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც არ ვაღიარებთ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა.

ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ერთ-ერთი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის საკითხი იყო.

„ჩვენ გავუზიარეთ პრემიერს შეშფოთება რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც არ ვაღიარებთ და გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“, – განაცხადა ბორელმა.