ჟოზეფ ბორელი - „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მომავალი დამოკიდებულია უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებზე
გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მომავალი დამოკიდებულია უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
ჟოზეფ ბორელი ესწრებოდა საფრანგეთის ქალაქ ბრესტში ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.
„ეს არ არის ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ პრიორიტეტად მივიჩნევთ, რადგან ის არ უწყობს ხელს ევროპის ენერგეტიკულ ავტონომიას. რა თქმა უნდა, ამ ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება ასევე დამოკიდებული იქნება უკრაინაში მოვლენების განვითარებაზე და რუსეთის დამოკიდებულებაზე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რომ ჩვენ ერთი მხრივ, ვფიქრობთ სანქციების დაწესებაზე და მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურის გახსნაზე. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია უკრაინაში სამხედრო სიტუაციაზე. ეს ცხადია“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, მოსკოვთან დაძაბულობის დეესკალაცია თუ მოხდება, „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ გახსნის გადაწყვეტილება იქნება გერმანელი და ევროპელი მარეგულირებლების ხელში.