„დინამო არენასთან“ ხანძრის ადგილიდან ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს
„დინამო არენასთან“ ხანძრის ადგილიდან ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

„დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც საცხოვრებელ ბინაში ხანძარია, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ერთი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება.

გიორგი ცაბაძის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.

ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობს.