დიმიტრი პესკოვი - რუსეთის პოზიცია ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით უცვლელია
დიმიტრი პესკოვი - რუსეთის პოზიცია ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით უცვლელია

ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კრემლის წარმომადგენლის თქმით, ალიანსის წევრების მიმართ დონალდ ტრამპის კრიტიკა ნატო-ს შიგნით განსახილველი საკითხია.

„ეს არის თავად ნატო-ს ორგანიზაციაში განსახილველი საკითხი. თქვენ იცით ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება ნატო-ს მიმართა. ნატო – კონფრონტაციის ეპოქის შვილია და ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია კონფრონტაციის მიზნებისთვის“, – აღნიშნა პესკოვმა.

„ჩვენ ვხედავთ ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ მოახლოებას. ჩვენი პოზიცია ამ პროცესთან დაკავშირებით კარგადაა ცნობილი, მას ცვლილებები არ განუცდია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.